Logo

ხატია დეკანოიძე – პრეზიდენტის ლეგიტიმაცია ებმის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების აღიარებას, სანდოობას და ხალხის მოსაზრებას

პოლიტიკა
1081
Frontnews image description

თუ ვინმემ შეცვალა კონსტიტუცია და გააუქმა არჩევნები, ეს იყო “ქართული ოცნება”, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში არის პრორუსული რეჟიმი, რომლის სათავეში მყოფი ადამიანი არის დასანქცირებული აშშ-ის მიერ.

“ძალიან მახასიათებელია, რასაც დღეს სანქცირებული პრორუსი ოლიგარქის რეჟიმი აკეთებს. პრაქტიკულად, შეეშინდათ ხალხის და ხალხი ნამდვილად ძალაა.  ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი რამ – საქართველოში არის პრორუსული რეჟიმი, რომლის სათავეში მყოფი ადამიანი არის დასანქცირებული აშშ-ის მიერ, ასევე, ჩვენ გვყავს პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი.

თუ ვინმემ შეცვალა კონსტიტუცია და გააუქმა არჩევნები, ეს იყო “ქართული ოცნება”.  ფაქტია, რომ პრეზიდენტის ლეგიტიმაცია არ ებმის შენობას, არამედ ლეგიტიმაცია ებმის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების აღიარებას, სანდოობას და ხალხის მოსაზრებას”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები