ხატია დეკანოიძე – პროცესის გაჯანსაღებისთვის, მათ შორის იმისთვის, რომ დავიხსნათ მიხეილ სააკაშვილი, პოლიტიკური დიალოგის დაწყება აუცილებელია


ავტორი
Front News საქართველო
კარგი იქნებოდა ამ შეხვედრის შესახებ კიდვ უფრო მეტი დეტალები გვცოდნოდა – ამის შესახებ “ნაციონალული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე საქართველოს პრეზიდენის სალომე ზურაბიშვილის მიერ პოლიტიკოსების საახალწლო მიღებაზე მიწვევასთან დაკავშირებით აცხადებს.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან დასახსნელად პოლიტიკური დიალოგის დაწყება აუცილებელია.
“მე არ მქონია საშუალება მომესმინა, როგორი ფორმატის არის ეს შეხვედრა. თუ ეს იქნება მხოლოდ მიღება მიღებისათვის, არ ვიცი, რამდენად აუცილებელია ასეთ მიღებაში მონაწილეობა, თუ ეს იქნებოდა პოლიტიკური დიალოგის დაწყების პირველი მცდელობა, რა თქმა უნდა, მზად ვიყავი, რომ მონაწილეობა მიმეღო. კარგი იქნებოდა ამ შეხვედრის შესახებ კიდვ უფრო მეტი დეტალები გვცოდნოდა. პროცესის გაჯანსაღებისთვის, მათ შორის იმისთვის, რომ ჩვენ დავიხსნათ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან, პოლიტიკური დიალოგის დაწყება არის აუცილებელი, ეს არის ჩემი ძალიან მკაფიო და მყარი პოზიცია”- განაცხადა დეკანოიძემ.
როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, აუცილებელია კონკრეტული პროცესების ნორმალიზაციისკენ ნაბიჯების გადადგმა.
“პირველ რიგში, ეს გულისხმობს პოლიტიკური მართლმასაჯულების, ასევე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხს და მესამე – ქვეყანაში ნამდვილად უნდა მოხდეს პროცესების ნორმალიზაცია. ის, რაც ხდება დღეს ჩვენს ქვეყანაში, ეს არის მთავარი დაბრკოლება ევროატლანტიკური კურსის მიმართულებით ჩვენი ქვეყნისთვის. ასეთია ჩვენი ქვეყნის პარტნიორების სტრატეგიული განცხადებაც.მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილის განცხადება იყო, მე ყოველთვის პოზიტიურად ვეხმაურები მას. გულწრფელად მინდა, რომ ასეთი ისტორიული როლი მან შეასრულოს. ასეთი იყო მიხეილ სააკაშვილის მოწოდებაც.
ხვალ ხაზარაძე-ჯაფარიძე – წერეთელის საქმეა და მე ვაპირებ პროცესზე დასწრებას, დღეს ნიკა გვარამიას პროცესი იყო, ასეთ პოლიტიკურ საქმეებზე მორატორიუმის დადება არის ძალიან მნიშვნელოვანი”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ “ფორმულას” ეთერში.
თაგები:
ხატია დეკანოიძე