ხატია დეკანოიძე – “ქართულ ოცნებას“, ან ღარიბაშვილს მოუწოდოს ვინმემ, გაემიჯნოს იმ იდეოლოგიას, რომელსაც აყალიბებს ბიძინა ივანიშვილი


ავტორი
Front News საქართველო
“ქართულ ოცნებას“, ან ღარიბაშვილს მოუწოდოს ვინმემ, გაემიჯნოს იმ იდეოლოგიას, რომელსაც აყალიბებს ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება“, ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელია – ამის შესახებ ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
დეკანოიძის თქმით, საქართველოში ხდება ის, რაც აქამდე წარმოუდგენელი იყო.
“ეს ოთხეული თუ სამეული, არ ვიცი, რამდენიც არიან, არ არიან ცალკე დამოუკიდებელი ფიგურები, რა თქმა უნდა. ისინი განიხილებიან, მათ შორის ჩვენი პარტნიორების მიერ „ქართული ოცნების“ ნაწილად და არავითარ შემთხვევაში, არავითარი გამიჯნულები არ არიან. ამიტომ „ქართულ ოცნებას“, ან ღარიბაშვილს მოუწოდოს ვინმემ, რომ გაემიჯნოს იმ იდეოლოგიას, რომელსაც აყალიბებს ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელია.
ეს ძალიან კარგად იცის ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა. კარგად იციან ჩვენმა პარტნიორებმა, აქ ახალი არაფერია. ყველაზე ნიშანდობრივი არის ის, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი იცვლება. შეიცვალა პრაქტიკულად. ვერც ერთ კოშმარულ სიზმარშიც კი ვერ ვნახავდით, რომ შესაძლებელია საქართველოში იყოს ხელისუფლება, უმრავლესობა, პრემიერ-მინისტრი, ან პარლამენტში იყვნენ ადამიანები, რომლებიც ღიად გმობდნენ დასავლეთს, ან ღიად ილაშქრებდნენ აშშ-ის ელჩის წინააღმდეგ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრემიერს და მთავრობას მოუწოდა, გაემიჯნოს ანტიდასავლურ განცხადებას და იმ რიტორიკას, რომელსაც “ოცნებიდან“ გასული დეპუტატების ჯგუფი ავითარებს.
თაგები:
ხატია დეკანოიძე