
ავტორი
Front News საქართველო
ოპოზიციონერი დეპუტატის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ირაკლი კობახიძის განცხადებაში ჩანს, რომ “ქართული ოცნება“ რუსეთის დასუსტებას არ გულშემატკივრობს.
“საქართველოს მოქალაქეებისგან ქვეყანა როცა იცლება, „ქართული ოცნება“ ცდილობს, გამოგონილი თემებით გადაფაროს მნიშვნელოვანი თემები და პროპაგანდით ადამიანების ინტოქსიკაცია მოახდინოს.
დიდი ბოდიში, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია რუსეთის და პუტინის დასუსტებაა. “ქართული ოცნება“ რომ არ გულშემატკივრობს რუსეთის დასუსტებას, კობახიძის განცხადებაში სწორედ ეს გამოჩნდა. კობახიძის მიერ გავრცელებული პროპაგანდით ქარის წისქვილებს ებრძვიან – „სამ გოჭს“ და “წითელქუდას” მაშინ, როცა ქვეყანას სერიოზული გამოწვევები და პრობლემები აქვს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დაუშვებელია, ქართველებმა და აფხაზებმა, ქართველებმა და ოსებმა ერთმანეთის სისხლი კიდევ ერთხელ დაღვარონ. ეს იქნებოდა უდიდესი დანაშაული მომავალი თაობების წინაშე.
თაგები:
ხატია დეკანოიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს