Logo

ხატია დეკანოიძე – “ქართული ოცნების” მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელი რეკომენდაციების შესრულების უგულებელყოფა გრძელდება

პოლიტიკა
1362
Frontnews image description

სამწუხაროდ, “ქართული ოცნების” მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელი რეკომენდაციების შესრულების უგულებელყოფა გრძელდება. ამას ადასტურებს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ყველა პროცესს ჩამოაცილონ საქართველოში საარჩევნო გარემოსა და კანონმდებლობაზე მომუშავე ყველაზე გავლენიანი ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

 

“საქართველოში საარჩევნო სისტემის ცვლილება და სასამართლოს საფუძვლიანი რეფორმა, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და არჩევნების მიმართ საზოგადოების ნდობის დაბრუნება, რაც ფართო საარჩევნო რეფორმისა და სასამართლო სისტემაში ფართო ცვლილებებით უნდა მოხდეს, ევროკავშირის მიერ გაწერილი უმნიშვნელოვანესი რეკომენდაციებია, რომელიც უნდა შესრულდეს, რათა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ვალდებულებები შეასრულოს.

 

სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელი რეკომენდაციების უგულებელყოფა გრძელდება. ამას ადასტურებს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ყველა პროცესს ჩამოაცილონ საქართველოში საარჩევნო გარემოსა და საარჩევნო კანონმდებლობაზე მომუშავე ყველაზე გავლენიანი ორგანიზაცია – „სამართლიანი არჩევნები“, „ისფედი“. ასევე სასამართლო სისტემაზე მომუშავე მნიშვნელოვანი ექსპერტთა ჯგუფი, მხედველობაში მყავს ნაზი ჯანეზაშვილის ორგანიზაცია, რომელიც წლების განმავლობაში სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმაზე მუშაობდა.

 

“ქართული ოცნების“ ანტიდასავლური კამპანია, ანტიამერიკული და ანტიევროპული გზავნილები, მიზანმიმართული თავდასხმები აშშ-ზე, ევროკავშირის ელჩებზე, გავლენიან სამოქალაქო ინსტიტუტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე არის იმის დასტური, რომ მათ მიერ ჩაგდებული კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესი გრძელდება. პროცესი უნდა ყოფილიყო ინკლუზიური და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით. და არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ მიერ რეკომენდაციების საფუძველზე შერჩეული ორგანიზაციებით“, – განაცხადა დეკანოიძემ.

 

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ინტერესი არ არის არც ერთი რეკომენდაციის შესრულება.

 

“საქართველოში ოლიგარქიული სისტემის ჩამოცილება მმართველობიდან, კლეპტოკრატების მმართველობიდან განთავისუფლებას სჭირდება ფართო საარჩევნო რეფორმა, რომელიც სწორედ დემოკრატიის განმტკიცებისთვის სასიცოცხლო რეკომენდაციაა კანდიდატობისთვის. სასამართლო რეფორმა კი არის დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის უმნიშვნელოვანესი პრინციპი დემოკრატიისთვის. „ქართული ოცნების“ ინტერესი არ არის არც ერთი რეკომენდაციის შესრულება.

 

ჩვენი პარტია და ფრაქცია აგრძელებს მუშაობას როგორც „სამართლიან არჩევნებთან“, ასევე არასამთავრობო სექტორთან ფართო, დემოკრატიული არჩევნებისთვის აუცილებელ საარჩევნო კოდექსისა და რეკომენდაციების შესასრულებლად აუცილებელი პაკეტის შესასრულებლად“, – განაცხადა დეკანოიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები