Logo

ხატია დეკანოიძე – “ქართული ოცნების” წარმომადგენლების ოჯახის წევრებს უკვე მისდით შეტყობინებები ვიზების გაუქმების შესახებ

პოლიტიკა
03.06.2024 / 17:44
Frontnews image description

ძალიან მალე იქნება სანქციები. მე მაქვს უკვე ინფორმაცია, რომ კონკრეტულად არსებობენ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები, ვისი ოჯახის წევრებსაც უკვე მისდით კონკრეტული შეტყობინებები ვიზების გაუქმების შესახებ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

 

როგორც დეპუტატი აცხადებს, მას აქვს კონკრეტული ინფორმაციები, რომელიც თავად “ოცნებამდეც” მალე მივა.

 

“ძალიან მალე იქნება სანქციები. მე მაქვს უკვე ინფორმაცია, რომ კონკრეტულად არსებობენ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები, ვისი ოჯახის წევრებსაც უკვე მისდით კონკრეტული შეტყობინებები ვიზების გაუქმების შესახებ. ეს ინფორმაცია მალე გავრცელდება. მე რა თქმა უნდა, კონკრეტულად არაფრის დასახელებას არ ვაპირებ, მაგრამ ინფორმაცია ასევე, ძალიან მალე მიუვა “ქართული ოცნებიდან” ყველა იმ ადამიანს ამერიკის შეერთებული შტატების ვიზების გაუქმებაზე, ვისაც საჭიროდ ჩათვლის სახელმწიფო დეპარტამენტი. ასევე უნდა ითქვას, რომ სანქციები დაეკისრება ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობს ძალადობაში და ვინც აორგანიზებს ძალადობას”, – განაცხადა ხატია  დეკანოიძემ.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები