
ავტორი
Front News საქართველო
ჩემი ჯანმრთელობის ამბავი არავინ იცოდა, მათ შორის არც ჩემი ოჯახის წევრებმა და იცოდა სუს-მა, როგორც აღმოჩნდა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა უნდა იცოდნენ, რომ ისინი პასუხისმგებლობას იღებენ იმის შესახებ, რომ სუს-ი საქართველოს მოქალაქეებზე არსებულ ინფორმაციას რუსეთს გადასცემს.
“ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა უნდა იცოდნენ, რომ სუს-ი მათაც უსმენს, მათაც დაყვება.
იმის მაგივრად, რომ სუს-ი დაინტერესებული იყოს ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებით, ჩვენზე აგროვებს ინფორმაციას. თუ გავითვალისწინებთ რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის დონეს, (ეს არ უარყვია მათ შორის არც გომელაურს), მაშინ ჩვენზე არსებობს ინფორმაცია, რომელიც არის რუსეთის სპეცსამსახურების ხელში.
ამიტომ გარდა პოლიტიკური პასუხისმგებლობისა, “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა უნდა იცოდნენ, რომ ისინი არიან თანამონაწილეები იმის, რომ საქართველოს მოქალაქეებზე რუსეთის აგენტურული ქსელი და სპეცსამსახურები აგროვებს ინფორმაციას. მათ შორის არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენ ჯარისკაცებზე ინფორმაციის გადაცემა“,- განაცხადა დეკანოიძემ.
თაგები:
ხატია დეკანოიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს