
ავტორი
Front News საქართველო
ლობისტების დაქირავებაში მიუღებელი არაფერია, ოჯახისთვის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე არის უმთავრესი, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
“არ დაგვავიწყდეს, მიხეილ სააკაშვილი არის შვილი, მამა, რა თქმა უნდა, მათთვის ეს საკითხი გასულია ყოველგვარი პოლიტიკური ჭრილიდან, ამიტომ, „ქართულმა ოცნებამ“ თავად მოიკითხოს ბიძინა ივანიშვილის ლობისტური კომპანიები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის კაპიტალს იცავენ. ამერიკაში საქართველოს ელჩი პირადად არის ამით დაკავებული. ამიტომ სკანდალს იქ ნუ ხედავენ, სადაც არ არის, დაინახონ იქ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი შეიძლება მალე გარდაიცვალოს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, “გიული ალასანია აფორმებს კონტრაქტს ლობისტურ კომპანიასთან, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას, გაუწიოს პიარკამპანია სააკაშვილის გადაყვანას ჰუმანიტარული მისიით“.
თაგები:
ხატია დეკანოიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს