
ავტორი
Front News საქართველო
მე ასეთი სიმხეცე არ მინახავს, უსწორდებოდნენ ქალებს ორმეტრიანი სპეცრაზმელები და ეს არის ზუსტად რუსული ხელისუფლება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, აუცილებლად ამოიცნობენ იმ სპეცრაზმელებს, რომლებიც მოქალაქეებს უსწორდებოდნენ.
“მე ასეთი სიმხეცე არ მინახავს, ადამიანებს ისე უსწორდებოდნენ და უსწორდებოდნენ ქალებს ორმეტრიანი სპეცრაზმელები და ეს არის ზუსტად რუსული ხელისუფლება, ასე აპირებს საკუთარი თავის გადარჩენას. იმისთვის, რომ სახლებში წასულიყვნენ, უამრავი ადამიანი სცემეს. მსგავსი დამცირება და თავზე ლაფის დასხმა არ მინახავს.
დამწვარი მაქვს სახის კანი, ხელები. ცრემლსადენი გაზი იყო ძალიან დიდი რაოდენობით. საერთოდ არავითარი ამის აუცილებლობა არ ყოფილა.
დაახლოებით 10 ადამიანი გვყავს ჩვენ უკვე ამოცნობილი. ყველა სპეცრაზმელს, რომელიც არბევდა გუშინ ადამიანებს და სათითაოდ უსწორდებოდნენ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამოვიცნობთ”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
თაგები:
ხატია დეკანოიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს