
ავტორი
Front News საქართველო
ოპოზიციონერი დეპუტატის ხატია დეკანოიძის განცხადებით, მოლოდინი აქვს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება “ქართული ოცნებისთვის“ მისაღები იქნება.
“მე და რომან გოცირიძე პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ ვუჭერთ, რადგან ეს არის ანტიდასავლური პროპაგანდის გაგრძელება, ბიძინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილება და პროცესი, რომელიც მხოლოდ იმიტომ არის წამოწყებული, რომ შეიქმნას საინფორმაციო ქაოსი. მმართველმა გუნდმა კარგად იცის, რომ 100 ხმის მოგროვების პრობლემა ექნება.
რაც შეეხება ოპოზიციას, მეეჭვება, რომ სხდომათა დარბაზში 100 ხმა მოგროვდეს. ამის რესურსს ჯერ ვერ ვხედავ, მაგრამ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ იმ ადამიანებზე, ვინც ოპოზიციას წარმოადგენენ. ვინც ხმას მისცემს იმპიჩმენტს, ეს ადამიანები მონაწილეობას მიიღებენ ევროინტეგრაციის კურსის დაბრკოლებაში. ამიტომ ყველა უნდა დაფიქრდეს, ვიდრე მწვანე ღილაკს მიაჭერს ხელს“, – განაცხადა დეკანოიძემ.
თაგები:
ხატია დეკანოიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს