ხატია დეკანოიძე – ყველანაირი საპარლამენტო საქმიანობა ამ რეჟიმის პირობებში არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება ოპოზიციის მხრიდან


ავტორი
Front News საქართველო
ყველანაირი საპარლამენტო საქმიანობა ამ რეჟიმის პირობებში არის მხოლოდ და მხოლოდ ანტისახელმწიფოებრივი ქმედება ოპოზიციის მხრიდან, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა
მისივე თქმით, სიები ჩახსნილია და საბოლოო გადაწყვეტილებისთვის განცხადებებიც მალე დაიწერება.
“მანდატების გაუქმება იქნება უკვე საბოლოო დასტური იმის, რომ ეს პარლამენტი არის ერთპარტიული, რომელიც ნამდვილად არის მიტაცებული არჩევნების და ყველაზე უფრო მძიმე – რუსული რეჟიმის მმართველობის გამოხატვა.
სიები ჩახსნილია, მე ვერ გეტყვით, ზუსტად როდის დაიწერება მანდატებზე განცხადება, მაგრამ ეს იქნება უახლოეს მომავალში.
ყველანაირი საპარლამენტო საქმიანობა ამ რეჟიმის პირობებში არის მხოლოდ და მხოლოდ ანტისახელმწიფოებრივი ქმედება ოპოზიციის მხრიდან”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
თაგები:
ხატია დეკანოიძე