
ავტორი
Front News საქართველო
“რუსეთში, ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებული მოვლენების დროს რაც ყველაზე მყარად გამოჩნდა ეს არის ის, რომ ხელისუფლება გულშემატკივრობდა სტატუს-კვოს“, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური ჯგუფის “ევროოპტიმისტების“ წევრმა ხატია დეკანოიძემ.
მისი თქმით, სტატუს-კვოს გულშემატკივრობა იმას ნიშნავს, რომ ვუგულშემატკივროთ იმ ძალიან მძიმე მოცემულობას, რომელიც მათ შორის არის უკრაინაში.
“პუტინი დასუსტდა, ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს და მე დარწმუნებული ვარ, რომ სამოქალაქო დაპირისპირება რუსეთში აუცილებლად მოხდება. მე ვგულშემატკივრობ ყველაფერ იმას, რაც ასუსტებს რუსეთს, რაც დაასუსტებს რუსეთს და ეს ძალიან მალე მოხდება. თქვენ კი, იმაზე უნდა იფიქროთ, რომ სტატუს-კვოს გულშემატკივრობა გამოჩნდა იმ სიჩუმეში, რაც დღენახევრის განმავლობაში ხდებოდა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
თაგები:
ხატია დეკანოიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს