
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტში ქოცებმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები დაარეგისტრირეს, რომლითაც უქმდება ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე წერს.
“ეს ჯგუფი 26 ოქტომბრის არჩევნებამდე არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო/ადგილობრივი ექსპერტებისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლების შემადგენლობით უნდა შექმნილიყო და სხვა ფუნქციებთან ერთად, საარჩევნო დავებთან დაკავშირებით ცესკოსთვის რეკომენდაციები უნდა წარედგინა, ასევე კენჭისყრის შედეგების ხელახლა დათვლის პროცესს დაკვირვებოდა.
ამავე ცვლილებებით, უქმდება ცესკოში გადაწყვეტილებების მისაღებად წევრთა 2/3-ის მხარდაჭერის აუცილებლობა.
გადაწყვეტილებების მიღება უბრალო უმრავლესობით იქნება შესაძლებელი”, – წერს დეკანოიძე.
თაგები:
ხატია დეკანოიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს