Logo

ხატია დეკანოიძე - ყველას უნდა ესმოდეს, რომ ივანიშვილი როგორც მიადგა თავისი სისტემის წარმომადგენლებს, ისე მიადგება ყველას

პოლიტიკა
207
Frontnews image description

ამ ქვეყანაში ყველას უნდა ესმოდეს, რომ ივანიშვილი როგორც მიადგა თავისი სისტემის წარმომადგენლებს, ისე მიადგება ყველას, - ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის" ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველას ვერ დაიჭერენ.

"ერთი რამ უნდა იცოდეს ყველამ - ყველას ვერ დაიჭერენ, არ არსებობს მოცემულობა და ბიძინა ივანიშვილმა რაც არ უნდა ჩაიფიქროს ყველა ადამიანის ამოქაფვა და ერთგვაროვანი მასის დატოვება, ეს არ გამოვა. 

ჩემთვის ძალიან სევდიანია ადამიანების ციხეში გამოკეტვა არაფრის გამო, ადამიანური ფაქტორის გამოც. ერთი რამეა მნიშვნელოვანი, საქართველოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც არ შეეგუებიან ამას, მართლა ყველას ხომ არ დაიჭერენ?!  ნიკას დაიჭერს? -  ჩვენ გარეთ ვართ და გავაგრძელებთ. ამ ქვეყანაში ყველას უნდა ესმოდეს, რომ ივანიშვილი როგორც მიადგა თავისი სისტემის წარმომადგენლებს, ისე მიადგება ყველას. წარმოიდგინეთ, პოლიტიკოსს იტაცებენ შუა ქუჩიდან და უბრალო ხალხს რას უზამენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მივიდეთ სასამართლოში", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ლისის ტბის მიმდებარედ დააკავეს. შსს-ში აცხადებენ, რომ მელია ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული. არსებული ინფორმაციით, ის დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები