
ავტორი
Front News საქართველო
რაში სჭირდება საქართველოს ხელისუფლებას მრჩეველი რუსეთის საკითხებში, ეს არის ძალიან სერიოზული და შემაშფოთებელი ჩემთვის, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს რუსეთთან კომუნიკაციის გასაღრმავებლად, რაიმე სახის ოფიციალური არხი არ სჭირდება.
“არ ვფიქრობ, რომ რაიმე სახის ოფიციალური არხი სჭირდება ბიძინა ივანიშვილს რუსეთთან კომუნიკაციის გასაღრმავებლად, იმიტომ, რომ სხვადასხვა არხებია როგორც ვიცით. იყო ფარცხალაძის არხი, მაგალითად, ფრენების გახსნაზე, იყო თვითონ ბიძინა ივანიშვილის კომუნიკაცია სხვადასხვა წარმომადგენლებთან რუსეთის, როგორიც იყო, მაგალითად, სხვადასხვა ოლიგარქები. არის იგივე კარასინი-აბაშიძის ფორმატი, რომელიც, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, საიდუმლო იყო ხოლმე და მოქალაქეები ვერ იგებდნენ რაზე იყო ძირითადი საუბარი. თვითონ ეს ფაქტია უცნაური, რაში სჭირდება საქართველოს ხელისუფლებას მრჩეველი რუსეთის საკითხებში. ეს არის ძალიან სერიოზული ჩემთვის და შემაშფოთებელი”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მრჩევლად გიორგი ქაჯაია გუშინ დაინიშნა.
თაგები:
ხატია დეკანოიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს