
ავტორი
Front News საქართველო
რჩება შთაბეჭდილება, რომ მოსამართლეს სურს, პროცესი გაწელოს, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესთან დკაკავშირებით განაცხადა.
ის პასუხისმგებლობას მმართველ ძალას აკისრებს და აცხადებს, რომ რომ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა სასწრაფო გადაწყვეტილებას ითხოვს.
“ასეთია შთაბეჭდილება, რომ მოსამართლეს სურს პროცესი გაწელოს, მაგრამ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ ესმოდეს, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის ჩვეულებრივი პატიმარი. ის არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. მას ონლაინ ჩართვის შესაძლებლობა მაინც უნდა მიეცეს. მნიშვნელოვანია ყველა წუთი და ყველა საღამო. არ არის საქმე კვირაზე ან თვეზე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ახლა რეალურად ეს პროცესი დაჩქარდეს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 14 დეკემბრამდე გადაიდო.
თაგები:
ხატია დეკანოიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს