
ავტორი
Front News საქართველო
ეს ადამიანები არიან პოლიტიკური მართლმსაჯულების ჩვეულებრივი მსხვერპლები – ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე რიონის ხეობაში მომხდარ ინციდენტზე დაკავებული აქტივისტების, ძმები წულუკიძეებისა და ჭელიძეებისთვის, ასევე ელდარ ანთაძისთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით აცხადებს.
დეკანოიძის განცხადებით, 7 ადამიანი იმის გამო დააკავეს, რომ ისინი დაპირისპირებული იყვნენ აჭარის ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან და მხარდაჭერას უცხადებდნენ ოპოზიციას.
“წუხელ არაფრის გამო რეჟიმმა დაიჭირა და 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა 7 ადამიანს – ფირუზ და რეზო წულუკიძეებს, ძმებს, ერთი ოჯახიდან – თორნიკე, თამაზ, გელა, ირაკლი ჭელიძეებს – 4 წელი და ელდარ ანთაძეს – 5 წელი. ეს ადამიანები არიან პოლიტიკური მართლმსაჯულების ჩვეულებრივი მსხვერპლები. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დააპატიმრა რეჟიმმა, მოუწყო პროვოკაცია, მაშინ, როდესაც ისინი საპროტესტო აქციაზე გავიდნენ, სხვათაშორის ნამოხვანჰესს აპროტესტებდენ, იმიტომ რომ მათ ქონდათ უთანხმოება, უსიამოვნება დავით და თორნიკე რიჟვაძეებთან. გარდა ამისა, ისინი იყვნენ ოპოზიციის ძალიან აქტიური მხარდამჭერები. ისინი იყვნენ ადამიანები, ვინც არ ეგუებოდნენ რეჟიმს აჭარაში, რეჟიმს საქართველოში და უჭერდნენ მხარს ოპოზიციას”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
აჭარელი აქტივისტები 14 აპრილს რიონის ხიობაში გამართულ საპროტესტო აქციაზე მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ბრალდებულები კი აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ საჯარო მოხეელებების გამოყენებით მათ პროვოკაცია მოუწყო. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ პოლიტიკიური ანგარისშწორების მიზეზი ოპოზიციის მხარდაჭერაა.
თაგები:
ხატია დეკანოიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს