
ავტორი
Front News საქართველო
ვინც უნდა ეყიდა, ის იყიდა უკვე, დანარჩენები მთელი ამ წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის გავლენის ქვეშ არ არიან, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ მთავრობაში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.
“თვითონ ერთპიროვნულად გადაწყვეტს, ვინ წარადგინოს, ვინ არ წარადგინოს, ვინ დანიშნოს, ვინ არ დანიშნოს, როგორც ჩანს, არ არის თვითონ მისი ფინანსური კაპიტალის დაცვით კმაყოფილი, ზუსტად იმ ადამიანების მხრიდან, ვინც არიან მისი გუნდის წარმომადგენლები. სინამდვილეში ხომ მას სათადარიგო სკამი ძალიან მოკლე აქვს, იმიტომ, რომ ვინც უნდა ეყიდა, ის იყიდა უკვე, დანარჩენები მთელი ამ წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის გავლენის ქვეშ არ არიან“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შეცვლის, პარტიის თავმჯდომარე კი ღარიბაშვილი იქნება.
თაგები:
ხატია დეკანოიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს