ხატია დეკანოიძე – როგორც ჩანს, ეს არის ურთიერთშეთანხმება და მათ შორის უფრო შანტაჟი მოსამართლეების მხრიდან “ქართული ოცნების”


ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნება” არის სწორედ ის ძალა, რომელიც დგას სწორედ მოსამართლეების კლანზე, ამიტომ ივანიშვილისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაფრის ფასად ეს მოსამართლეები დაიცვას, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, გაუგებარია, მოსამართლეები თუ აცხადებენ, რომ დასამალი არაფერი აქვთ შემოწმებას რატომ არ გადიან.
“ქართულმა ოცნებამ” მურუსიძე-ჩინჩალაძე და ყველა ის მოსამართლე, რომელიც არის დასანქცირებული და წინა ხელისუფლებიდან ამ ხელისუფლებაში გაცილებით უფრო ძლიერ კლანად წარმოჩენილი, ჩვენ მსხვერპლად დაგვიხატა და “ქართული ოცნება” არის სწორედ ის ძალა, რომელიც დგას სწორედ მოსამართლეების კლანზე, ამიტომ ივანიშვილისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაფრის ფასად ეს მოსამართლეები დაიცვას.
მე ვერ ვხვდები რას მალავენ ეს მოსამართლეები, თუ დასამალი არაფერი აქვთ. როგორც ჩანს, ეს არის ურთიერთშეთანხმება და მათ შორის უფრო შანტაჟი მოსამართლეების მხრიდან “ქართული ოცნების”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
თაგები:
ხატია დეკანოიძე