
ავტორი
Front News საქართველო
როგორც იყო “მაგნიტსკის სია“, ისე უნდა გაკეთდეს “სააკაშვილის სია“, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ სიაში უნდა შევიდნენ ის ადამიანები, ვინც მიხეილ სააკაშვილის წამებაში მონაწილეობენ.
“ყველა ადამიანი, ვინც არის მიხეილ სააკაშვილის საქმეში თანამონაწილე, ვინც არის არაადამიანურ მოპყრობაში თანამონაწილე, ვინც არის თანამონაწილე იმ დანაშაულებრივ სქემებში, რომელიც იყო, მაგალითად, გლდანში. ამ ადამიანების სახელები და გვარები ღიად უნდა შევიდეს “სააკაშვილის სიაში“. როგორც იყო “მაგნიტსკის სია“ უნდა გაკეთდეს სააკაშვილის სია“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
თაგები:
ხატია დეკანოიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს