
ავტორი
Front News საქართველო
როცა მმართველი პარტიისთვის ჩინეთის კომუნისტური პარტია ერთადერთი საერთაშორისო პარტნიორი ხდება, ეს ძალიან სახიფათოა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
“ჩვენ ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობები დიდი ხანია, რაც გვაქვს, მაგრამ ევროკომისიის რეკომენდაციაში პირველი დათქმა სწორედ ევროკავშირთან საგარეო პოლიტიკის თანხვედრაა და არ შეიძლება, საქართველოს ერთადერთი საერთაშორისო პარტნიორი ჩინეთი იყოს. საერთაშორისო პარტნიორები უნდა იყვნენ – ამერიკა, ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნები, ვინც საქართველოს ლობირებს, როგორც ევროკავშირის მომავალ წევრ ქვეყანას.
ჩინეთთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია, მაგრამ როცა მმართველი პარტიისთვის ჩინეთის კომუნისტური პარტია ერთადერთი საერთაშორისო პარტნიორი ხდება მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ევროპული პარტიების ოჯახიდან გამოაგდეს, ეს ძალიან სახიფათოა. განსაკუთრებით, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის წინა პერიოდში, – აცხადებს ხატია დეკანოიძე.
თაგები:
ხატია დეკანოიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს