
ავტორი
Front News საქართველო
ძალიან ბუნებრივია, რომ პრეზიდენტ ზელენსკის განცხადება ემთხვევა ჩვენი ქვეყნების თავისუფლების სტრატეგიას, რაც გულისხმობს, რომ რა თქმა უნდა, რუსეთის დამარცხების შემდეგ საქართველო აუცილებლად გამთლიანდება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
“საქართველოს გამთლიანება ჩვენი მომავლის ოცნებაა. რუსეთის დამარცხება გულისხმობს, რომ რუსეთის ექსპანსია არ უნდა ემყარებოდეს მეზობელი ქვეყნების დაპყრობას.
დარწმუნებული ვარ, “ქართული ოცნება“ ძალიან მალე შეიცვლება და რუსეთის დამარცხების შემდეგ რუსეთისკენ გადახრილი ხელისუფლების ძალაუფლება საქართველოში ვეღარ იარსებებს.
2008 წელს ჩვენი ტერიტორიების დაცვა დიდი სისხლის ფასად გვიწევდა, ახლა უკრაინელებს უწევთ. რუსეთის დამარცხების შემდეგ ეს დოქტრინა მთლიანად შეიცვლება და ამიტომ ყველამ უკრაინის მალე გამარჯვება უნდა ვისურვოთ“, – განაცხადა დეკანოიძემ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ “უკრაინის გამარჯვება საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეუწყობს ხელს, ამისთვის სამხედრო გადაწყვეტის საჭიროება აღარ იქნება“.
თაგები:
ხატია დეკანოიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს