
ავტორი
Front News საქართველო
პირველი, რაც არის სასწრაფოდ გასაკეთებელი, ეს არის ის, რომ საერთაშორისო გამოძიების ეფექტური მექანიზმი უნდა დავადგინოთ ჩვენ, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, არჩევნები იყო კრიმინალური, ორგანიზებული დანაშაულებრივი სქემა.
“ვფიქრობ, რომ პირველი, რაც არის სასწრაფოდ გასაკეთებელი, ეს არის ის, რომ საერთაშორისო გამოძიების ეფექტური მექანიზმი უნდა დავადგინოთ ჩვენ. მე გუშინ მქონდა საუბარი იმ ადამიანებთან, რომლებიც საგამოძიებო მიმართულებით ძალიან აქტიურები არიან საერთაშორისო მასშტაბით და რა თქმა უნდა, ეს ყველა სიუჟეტი აუცილებლად იქნება მათთან გადაგზავნილი, რა თქმა უნდა იმ გაყალბების მექანიზმებთან ერთად, რომელიც აქვთ არასამთავრობოებს, პარტიებს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
თაგები:
ხატია დეკანოიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს