
ავტორი
Front News საქართველო
საჯაროდაც კი უთხრეს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ძალადობრივ ხელისუფლებას ემუქრება ძალიან მკაცრი სანქციები, რაც სხვადასხვა სახის შეიძლება იყოს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ნებისმიერი სახის სანქცია იქნება ძალიან მძიმე.
“კობახიძის ვიზიტი იყო ფარისევლობა და თაღლითობა. წავიდა რეაბილიტაციის კონფერენციაზე, რაც ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაა, რომ ვითომ, იზოლაციაში არ არიან. ამ დროს, ძალიან მკაცრად განუმარტეს, საჯაროდაც კი უთხრეს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ძალადობრივ ხელისუფლებას ემუქრება ძალიან მკაცრი სანქციები, რაც სხვადასხვა სახის შეიძლება იყოს. ეს არის ეროვნული სანქციები, ევროინტეგრაციის შეჩერება საქართველოს იმ ათვლის წერტილთან, სადაც ახლა ვართ და ისედაც ვიცით, რომ წინსვლა არ იქნება “ქართული ოცნების” პირობებში. ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში სანქციების შედეგი იქნება ძალიან მძიმე”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
თაგები:
ხატია დეკანოიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს