Logo

ხატია დეკანოიძე – სახალხო დამცველის არჩევის წესი უნდა დარჩეს იგივე

პოლიტიკა
1093
Frontnews image description

სახალხო დამცველის არჩევის წესი უნდა დარჩეს იგივე.  სახალხო დამცველის კანდიდატურები უნდა წარმოადგინონ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ  ხატია დეკანოიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. 

 

დეპუტატის თქმით, “ქართულ ოცნება“ ცდილობს  დამოუკიდებელი სახალხო დამცველის ნაცვლად მათ მიერ მართული ინსტიტუცია მიიღოს, რაც 12 -პუნქტიანი გეგმის საბოტაჟი იქნება. 

 

“ჩვენი პარტია და ფრაქცია ერთგულია 12 -პუნქტიანი გეგმის პრინციპების. ერთგულია კონსტიტუციის და ჩვენი პოზიცია რჩება იგივე, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შერჩეულ კანდიდატებს. 

 

თუ სახალხო დამცველის არჩევა არ იქნება ზუსტად იმ პროცედურებით  და იმ ჩარჩოში, რომელიც დაიმსახურებს საერთაშორისო ინსტიტუტებისა და ჩვენი საზოგადოების  სანდოობას, ასეთ შემთხვევაში, “ქართული ოცნების“ სახალხო დამცველის არჩევა განხილული იქნება დესტრუქციად და საბოტაჟად 12 პუნქტის და ამ პრინციპების შესრულების მიმართულებით“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 

 

მისივე თქმით, საპარლამენტო ოპოზიცია აქტიურად იქნება ჩართული სახალხო დამცველის კანდიდატურების შერჩევაში. 

 

“სახალხო დამცველის არჩევის წესი უნდა დარჩეს იგივე. ჩვენი პოზიციაა, სახალხო დამცველის კანდიდატურები უნდა წარმოადგინონ არასამთავრობო ორგანიზაციებმა. ჩვენ ჩართული ვიქნებით ამ პროცესში და მხარს დავუჭერთ  იმ კანდიდატებს,  რომლებიც რეალურად შეასრულებენ ფუნქციებს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. შესაბამისად, არავითარი საკანონმდებლო ცვლილების დამატებითი რგოლის შექმნა”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.  “ქართული ოცნების“ ინიციატივით, უნდა შეიცვალოს სახალხო დამცველის შერჩევის წესი. 

 

მოქმედ სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა დეკემბერში ეწურება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები