
ავტორი
Front News საქართველო
“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრი თბილისის საკრებულოს წევრის ირაკლი ეძგვერაძის დაკავებას ეხმაურება.
“საკრებულოს წევრების ხელების გრეხით გატაცებაა თურმე “არჩევნები”. პოლიციის ველური “ბიძინიზმი” შევიდა აქტიურ ფაზაში, თუმცა ყველას მიაგდებს არჩევნების შემდეგ… დაიმახსოვრეთ…”, – წერს დეკანოიძე.
შსს-ს ინფორმაციით, პოლიცია გლდანში ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებას ასრულებდა, რასაც ეძგვერაძე ხელს უშლიდა. ირაკლი ეძგვერაძე დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად. როგორც ცნობილია, ასევე დააკავეს თბილისის საკრებულოს კიდევ ერთი წევრი ირაკლი ნადირაძე.
თაგები:
ხატია დეკანოიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს