ხატია დეკანოიძე – სანამ კანონად იქცევა, დღეს ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი საღამოს, 19:00 საათზე


ავტორი
Front News საქართველო
სანამ კანონად იქცევა, დღეს ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი საღამოს, 19:00 საათზე. იმედი მაქვს, რომ ყველა ჩვენგანი გააგონებს ხმას “ქართულ ოცნებას”, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ივანიშვილმა ამ ქმედებით სავალალო გეოპოლიტიკური არჩევანი გააკეთა.
“მე მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა გეოპოლიტიკური არჩევანი, რომელიც არის სავალალო. ეს არის პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი. სანამ კანონად იქცევა დღეს ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი საღამოს 19:00 საათზე. მესმის, რომ ყველას გაქვთ სამსახური, ყველა სწავლობთ, მესმის, რომ ივანიშვილის პარტია არ გაცდით, რომ თქვენი მომავლისთვის იშრომოთ, მაგრამ დღეს საღამოს ყველას მონაწილეობა აქციაზე არის მნიშვნელოვანი და დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა ჩვენგანი გააგონებს ხმას “ქართულ ოცნებას”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
თაგები:
ხატია დეკანოიძე

ხატია დეკანოიძე – კარგად უნდა დაფიქრდნენ, სანამ ვეტოს დაძლევენ, რადგან ეს არის მათთვის ძალიან სერიოზული პრობლემა

ხატია დეკანოიძე – იდენტიფიცირებული გვყავს ძალიან ბევრი სპეცრაზმელი, ჩვენ გვაქვს ყველა ეს ფაქტი მოპოვებული და შეკრებილი

ხატია დეკანოიძე – ჩვენ უნდა ვიყოთ კონცენტრირებული იმაზე, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი დაზარალდეს