
ავტორი
Front News საქართველო
ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოს და პირიქით, სანქციები უნდა დაუწესდეს “ქართული ოცნების” ამ რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, სანამ “ქართული ოცნებაა” ხელისუფლებაში, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი გაყინული იქნება.
“ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოს და პირიქით, სანქციები უნდა დაუწესდეს “ქართული ოცნების” ამ რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატებს.
სანამ ეს ხელისუფლება არსებობს ქვეყანაში, სანამ 26 ოქტომბერს არ შევცვლით ჩვენ ამ ხელისუფლებას, მანამდე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი არის გაყინული. სადამსჯელო ღონისძიებები რა იქნება, ეს არის ცალკე საკითხი, მაგრამ ევროინტეგრაცია წინ არ წავიდა და ვერ წავა”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
თაგები:
ხატია დეკანოიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს