Logo

ხატია დეკანოიძე – სანქციების პაკეტი არის ღიაა საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში

პოლიტიკა
30.07.2024 / 22:27
Frontnews image description

ეს განხილვები, რომელიც არის სენატში, გაგრძელდება აუცილებლად, ვინაიდან საქართველოს დემოკრატიას ელის ძალიან სერიოზული გამოცდა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

 

“ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მაღალი ინტერესი საქართველოს მიმართ და ასევე საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული ძალიან სერიოზული შეშფოთება არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ ვაკვირდებით ამ პერიოდის განმავლობაში და ეს განხილვები, რომელიც არის სენატში და ისეთი განხილვები, როგორიც არის სენატში, გაგრძელდება აუცილებლად, ვინაიდან საქართველოს დემოკრატიას ელის ძალიან სერიოზული გამოცდა, ეს არის არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს, ასევე სანქციების პაკეტი არის ღიაა საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში, რაც გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელიც დაარღვევს ადამიანის უფლებებს, რა თქმა უნდა, მოჰყვება სანქციების პაკეტში.

 

სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით, უმძიმესია საქართველოს უსაფრთხოებისთვის ის დამოკიდებულება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს. განსაკუთრებით ეს ეხება ანტიდასავლურ რიტორიკას, რომელმაც გამოიწვია წვრთნების შეჩერება. დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილის კონკრეტულად ზუსტად, ამერიკის შეერთებული შტატების და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, რომელმაც გამოიწვია საქართველოს უსაფრთხოების სისტემაში ძალიან სერიოზული  ძვრები, რაც გულისხმობს მათ შორის თავდაცვის ძალების დახმარების შეწყვეტას”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები