
ავტორი
Front News საქართველო
სრულიად გასაგები გზავნილია, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვისაც, საქართველო ევროკავშირთან ახლოს უნდა იყოს, რათა რუსეთის გავლენა შემცირდეს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის ინტერესის საგანი საქართველოა და მისგან არჩევნებში ჩარევის საფრთხე რეალურია.
“სრულიად გასაგები გზავნილია, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვისაც. ვინაიდან საქართველო ევროკავშირთან უფრო ახლოს უნდა იყოს, იმისათვის, რომ რუსეთის ჩარევები და რუსეთის გავლენები საქართველოში შემცირდეს. ვისაც ამ ქვეყნის განვითარება, დემოკრატია, ერთპარტიული მმართველობის დასრულება და ზოგადად, ერთპიროვნული მმართველობის დასრულება უნდა, რა თქმა უნდა, იგი საუბრობს კოალიციაზე. კოალიცია არის ბალანსი”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ რუსული სამსახურებისთვის ადვილია საქართველოში ჩარევა, რადგან ეს მათთვის ცნობილი ნიადაგია.
მისი თქმით, რუსეთის ჩარევის საფრთხის წინაშე მიმდინარე წელს დავდგებით, რადგან ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებია.
თაგები:
ხატია დეკანოიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს