
ავტორი
Front News საქართველო
“ქართულმა ოცნებამ”, ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყანა შეიყვანეს სრულ იზოლაციაში, რა თქმა უნდა, ეს იზოლაცია ზუსტად მათი განზრახვაა, რათა საქართველოში იყოს ემიგრაცია და სიღატაკე, – ამის შესახებ ” ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
დეკანოიძე აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ ქვეყანაში სულ სხვა რეალობა იქნება.
“ფაქტია და ჩვენ ვხედავთ უკვე ძალიან კონკრეტულ მაგალითებს იმისა, რომ “ქართულმა ოცნებამ”, ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყანა შეიყვანეს სრულ იზოლაციაში, რა თქმა უნდა, ეს იზოლაცია ზუსტად მათი განზრახვაა, რათა საქართველოში იყოს ემიგრაცია და სიღატაკე. ამ დროს უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ 26 ოქტომბრის შემდეგ მოვიზიდავთ უამრავ ინვესტიციას, 14 მილიარდიან ინვესტიციას და დახმარებას, რომელიც უპირველესად, მოხმარდება საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობას, სოციალურ პროექტებს, ეკონომიკას. საქართველო იქნება სრულიად სხვა და განსხვავებული, ვიდრე ეს წარმოუდგენია ბიძინა ივანიშვილს”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
თაგები:
ხატია დეკანოიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს