ხატია დეკანოიძე – საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს ძალაუფლების შენარჩუნებისთვის


ავტორი
Front News საქართველო
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ შარლ მიშელთან შეხვედრაზე მთავარი გზავნილები 5-6 ივლისის მოვლენებს, 19 აპრილის შეთანხმების დარღვევასა და ქვეყნის მომავალს შეეხება.
“პრეზიდენტ მიშელთან შეხვედრაზე ჩვენ გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები, პირველ რიგში, ეს შეეხება 19 აპრილის შეთანხმების დარღვევას და მეორე, რა თქმა უნდა, საქართველოს მომავალი. ძალიან აშკარაა უკვე, რომ საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, უარი თქვას იმ ღირებულებებზე, იმ ევროატლანტიკურ კურსზე, რომელიც მონაპოვარია მომავალი თაობის ამ ქვეყანაში.
თავდასხმა ჟურნალისტებზე, თავდასხმა უმცირესობაზე, მათ შორის უპასუხისმგებლობა შს სამინისტრო და პრემიერ-მინისტრის მხრიდან – ეს იქნება ჩვენი ძირითადი გზავნილები”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს