ხატია დეკანოიძე – საქართველოს ხელისუფლება სრულიად განყენებული აღმოჩნდა დღეს და საერთოდ, კაცმა არ იცის, სად არის

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ხელისუფლება სრულიად განყენებული აღმოჩნდა დღეს და საერთოდ, კაცმა არ იცის, სად არის, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა საქართველოს უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაში მოსახვედრად.
“როდესაც პირველად ბრიტანეთი – პოლონეთი – უკრაინის უსაფრთხოების ფორმულა შეიქმნა, მასში ჩართვის შესაძლებლობა საქართველოს ქონდა. თუმცა, იმის ნაცვლად, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს CNN-ზე, BBC-ზე, FOX-ზე სულ ესაუბრა იმაზე, რომ ჩვენც იგივე პრობლემები გვაქვს, ჩვენც ოკუპირებულები ვართ და ჩვენც მოგვეცით უსაფრთხოების ეს გარანტიები, რომ როგორ შევსულიყავით უკრაინასთან ერთად ამ პატარა, მაგრამ ყველაზე ძლევამოსილ ქოლგაში, ამის საპირისპირო გავაკეთეთ. აღმოჩნდა, რომ საქართველოს ხელისუფლება სრულიად განყენებული დღეს და საერთოდ სად არის, კაცმა არ იცის“, – განაცხადა დეკანოიძემ.
თაგები:
ხატია დეკანოიძე




