ხატია დეკანოიძე – საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს, რომ არაფორმალური მმართველობა არის შემაფერხებელი ქვეყნის ევროინტეგრაციის კუთხით


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს, რომ არაფორმალური მმართველობა არის შემაფერხებელი ქვეყნის ევროინტეგრაციის კუთხით, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, დარჩენილ დროში ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს ნიკა გვარამია და მიიღოს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
“ევროპარლამენტმა, ევროკავშირმა სულ რაღაც 2 კვირაში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. მათ ღიად მისცეს რამდენიმე კვირა საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური მართლმსაჯულების გამოსწორებისთვის, ნიკა გვარამიასა და ზოგადად, მედია თავისუფლებისთვის საქართველოში.
დარჩენილოა 2 კვირა 24 ივნისამდე, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს, რომ საქართველოს ხელისუფლება, დღევანდელი არაფორმალური მმართველობა არის შემაფერხებელი ევროინტეგრაციის კუთხით. ყველა ჯგუფი მხარს უჭრერს საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას.
პირველი, რაც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს, ესაა ნიკა გვარამიას თავისუფლება, პოლიტიკური მართლმსაჯულების პრაქტიკულად აღმოფხვრა და სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის გადადგმული ნაბიჯები.
შეწყდეს ანტიდასავლური კამპანია და გადაწყვეტილება იქნეს მიღებული მიხეილ სააკაშვილის ჯანრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
მისი თქმით, ხელისუფლებამ შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგას, წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.
“ახლა ჩვენ ველოდებით ხელისუფლების გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლების გამო ევროკავშირმა გადადო საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების საკითხი, მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ქართული ოცნების ხელისუფლებას, ეკისრება ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას, ეკისრება „ქართული ოცნების“ იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ანტიდასავლურ კამპანიას აწარმოებენ, ეკისრება ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც გადაეწყვიტა, რომ ეს ქვეყანა მარტო დატოვოს რუსეთთან პირისპირ, ეს მას არ გამოუვა. ამიტომ ეს პერიოდი მთლიანად „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
თაგები:
ხატია დეკანოიძე