
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ გვჭირდება ახალი გეგმა, ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან მიზანს, პროტესტი გაგრძელდა სამი დღე და ღამე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სტუდენტებს, რომლებიც უნივერსიტეტში არიან, სჭირდებათ ძალიან დიდი მხარდაჭერა, ამიტომ საჭიროა ახალი გეგმა.
“ჩვენ გვჭირდება ახალი გეგმა, ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან მიზანს, პროტესტი გაგრძელდა სამი დღე და ღამე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. სტუდენტები, ვინც არიან უნივერსიტეტში სჭირდებათ ძალიან დიდი მხარდაჭერა, ამიტომ საჭიროა ახალი გეგმა, სტრატეგია და არა აქ ყოფნა, რადგან, პოლიციისგან აღარ იხარჯება დამატებითი რესურსები. ჩვენ დღეს შევიკრიბებით, ხვალაც შევიკრიბებით და რა თქმა უნდა, დამატებითი გეგმების შესახებ ყველას ვაცნობებთ და პროტესტი, წინააღმდეგობა, არაღიარება გრძელდება“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
თაგები:
ხატია დეკანოიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს