Logo

ხატია დეკანოიძე - შეიძლება ითქვას, რომ მოლდოვაში რუსეთი საბოლოოდ დამარცხდა

პოლიტიკა
165
Frontnews image description

არჩევნებში ჩარევის კუთხით რუსეთის შესაძლებლობები ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. შეიძლება ითქვას, რომ მოლდოვაში რუსეთი საბოლოოდ დამარცხდა, - ამის შესახებ “ ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, მოლდოვის არჩევნებში რუსეთმა დიდი ოდენობით "შავი ფული"  ჩადო.

"შეიძლება ითქვას, რომ მოლდოვაში რუსეთი საბოლოოდ დამარცხდა. ყველა ძალიან ვღელავდით იმიტომ, რომ უამრავი რაოდენობით "შავი ფული" ჩადო რუსეთმა და ძალიან სერიოზული შეტევა იყო მათ შორის არჩევნების კუთხით. გარდა ამისა, გაქცეულმა ოლიგარქებმა უამრავი რაოდენობით "შავი ფული" შემოიტანეს, მიუხედავად იმისა, რომ მოლდოვის კრიმინალური იუსტიცია ყველანაირად ებრძოდა მათ. 

არჩევნებში ჩარევის კუთხით რუსეთის შესაძლებლობები ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. ის, რომ მოლდოვაში ეს შედეგი დადგა, ჩემთვის პირადად, ძალიან საგულისხმო იყო იმიტომ, რომ ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ, რომ დემოკრატიები მარცხდება, პოპულიზმი იმარჯვებს და ასე შემდეგ, მაგრამ აქ, ამ არჩევნებში გამოიკვეთა, რომ დემოკრატიები არ მარცხდებიან", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმების თითქმის 100%-ის დათვლის შედეგად, საპარლამენტო არჩევნებში მაია სანდუს პარტია - მოლდოვის მმართველი „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ ხმათა 50.1%-ით ლიდერობს.

Advertisement