ხატია დეკანოიძე – შეიძლება თუ არა ქალები, კოლეგები დაუკავშირო ჰარემს და მერე აქ გამოხვიდეთ და თანასწორობის სახელით ილაპარაკოთ


ავტორი
Front News საქართველო
ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ “გირჩის” წევრს სანდრო რაქვიაშვილს მიმართა, მისაღებია თუ არა მისთვის შეურაცხმყოფელი კომენტარები, რომლებიც დეპუტატი ქალების მიმართ პარლამენტში გუშინ გაკეთდა.
“გულწრფელად რომ გითხრათ, აღარ ვაპირებ სერიოზულად განხილვაში შესვლას, ერთადერთი ბატონო სანდრო თქვენგან, როგორც ადამიანისგან, რომელიც თანასწორობაზე ზრუნავთ და განსაკუთრებით ქალების თანასწორობაზე – ეთანხმებით თუ არა თქვენი კოლეგის, ბატონი მეგრელიშვილის განცხადებას, რომელიც ამბობს შემდეგს, რომ “ჩემი სიამოვნებისთვის ჰარემს ვერ გავაკეთებო”. ანუ, ეთანხმებით თუ არა იმას, რომ საქართველოს პარლამენტის სასესიო დარბაზში ქალი კოლეგები შეიძლება ჰარემს დაუკავშირო რამენაირი გამონათქვამით, თუნდაც გადატანითი მნიშვნელობით.
მე საერთოდ გუშინ აქ ვფიქრობ, რომ მძიმე დღე იყო, ემოციური და განსაკუთრებით მძიმე იყო ყველა ქალისთვის, ვინც ჩვენ გვიყურებდა, ის შეურაცხყოფა, რომელიც აქ ისმოდა, მაგრამ მე არ მგონია, რომ ეს არანაკლებია, რაც ბატონმა მეგრელიშვილმა გუშინ იკადრა, ვიდრე ის გამონათქვამები, რაც გვესმოდა უმრავლესობის ერთ-ერთი წევრის მხრიდან. ამიტომ, მე მაინტერესებს თქვენგან, როგორც ადამიანისგან, რომელსაც გყავთ დედა, არ ვიცი ალბათ დაც, გოგო შვილიც, და იმ ადამიანებს რომ უთხრათ, ქალებს, ახალგაზრდებს, შეიძლება თუ არა ქალები, კოლეგები დაუკავშირო ჰარემს? და მერე აქ გამოხვიდეთ და თანასწორობის სახელით ილაპარაკოთ.
ამიტომ, თქვენ ახლა ან უნდა გამცეთ პასუხი, რომ კი, შეიძლება ან უნდა მითხრათ, რომ არ შეიძლება. თურმე საპირისპირო სქესის კოლეგების რაღაც ვიზუალური, სექსუალური აღქმა უნდა იყოს, მაგალითად: “მაგრად გამისწორდებოდა უმრავლესობა ქალები რომ იყოთ პოლიტიკაში, ბევრად სასიამოვნოდ გავატარებდი დროს”, ეს მისაღებია თუ არა ქალი კოლეგების მიმართ”, – განაცხადა დეკანოიძემ.
თაგები:
ხატია დეკანოიძე

“ნაცმოძრაობა” უნდა დარჩეს თუ არა პოლიტიკაში, ამას გაეცეს პასუხი და მერე ვიმსჯელოთ პოზნერი უნდა შემოვიდეს თუ არა საქართველოში“

ხატია დეკანოიძე – ვადამდელი არჩევნები იქნება, უნდა თუ არა ეს კომიკურ ღარიბაშვილს და მკვლელ ხელისუფლებას

ხატია დეკანოიძე – საჭიროა ახალი გეგმა, სტრატეგია და არა აქ ყოფნა, რადგან, პოლიციისგან აღარ იხარჯება დამატებითი რესურსები