
ავტორი
Front News საქართველო
ოპოზიციის ამ კოორდინაციისა და თანამშრომლობის ფარგლებში შესაძლოა, დადგეს მომენტი, რომელიც ნამდვილად იყოს სხვა საფეხური, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მისი თქმით, გამორიცხულია ოპოზიცია საარჩევნო ნომრის ქვეშ გაერთიანდეს, თუმცა როდესაც გაერთიანების მომენტი დადგება, ეს არ იქნება “ელიტური” გაერთიანება.
“შესაძლებელია დადგეს მომენტი, როდესაც ახლა საერთო კოორდინაციისა და თანამშრომლობის ფარგლებში, ოპოზიცია გადავიდეს ახალ ეტაპზე, ოღონდ უფრო ფართო და არავითარ შემთხვევაში ჩაკეტილი და ელიტისტური გადაწყვეტილებებით, რაც გულისხმობს ყველა ოპოზიციურ პარტიასთან თანამშრომლობას, მოლაპარაკებას და კოორდინაციას“, -განაცხადა დეკანოიძემ.
მისი თქმით, ამ გაერთიანების შედეგად, შესაძლოა, პარლამენტის ბოიკოტირების საკითხიც დადგეს, მაგრამ ახლა ისინი საერთაშორისო პარტნიორების აზრს ითვალისწინებენ.
“ამის შედეგად, შესაძლოა, დადგეს მომენტი, რომელიც ნამდვილად იყოს სხვა საფეხური, მათ შორის პარლამენტის დატოვების, ბოიკოტის, მაგრამ ახლა ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პასუხისმგებლობა გვაქვს ამომრჩევლისა და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე. ბოლო გამარჯვება, რომელიც ჩვენმა პარტიამ მოიპოვა, იყო ევროსაბჭოს რეზოლუცია მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორების დამოკიდებულებას ძალიან ვუფრთხილდებით“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
თაგები:
ხატია დეკანოიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს