Logo

ხატია დეკანოიძე – სტრუქტურის და პარტიის შიგნით გარკვეულწილად იქნება გადაადგილებები

პოლიტიკა
10.01.2022 / 16:24
Frontnews image description

გიდასტურებთ, რომ სტრუქტურის და პარტიის შიგნით გარკვეულწილად იქნება გადაადგილებები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერმა ხატია დეკანოიძემ პარტიის პოლიტსაბჭოს დაწყებამდე განაცხადა.

 

მისივე თქმით, პოლირტსაბჭოს სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით იმსჯელებენ. 

 

“ჩვენი პოლიტსაბჭოს მოწვევის და შეხვედრის დღევანდელი მიზანი არის პარტიის გაძლიერებაზე მუშაობა. სტრატეგიული გეგმა, მეორე საკითხი,  რაზეც ვიმსჯელებთ არის ის, თუ როგორი უნდა იყო პარტიის სამოქმედო გეგმა სხვადასხვა მიმართულებით. ამასთან, გიდასტურებთ, რომ სტრუქტურის და პარტიის შიგნით გარკვეულწილად იქნება გადაადგილებები. ამაზე პოლიტსაბჭოს შემდეგ უფრო კონკრეტულად შემეძლება განცხადების გაკეთება. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ციხეში.

 

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მას კვლავ შეზღუდული აქვს ძალიან ბევრი უფლებრივი მდგომარეობა და რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი.

 

ვიმსჯელებთ იმაზეც თუ როგორი უნდა იყოს პარტიის სტრატეგია, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით მუშაობის გაძლიერებას გულისხმობს. ზოგადად პოლიტიკური პარტიის მუშაობა არის სხვადასხვა მიმართულებით მუშაობა, პირველ რიგში რაც ყველაზე მნიშვნელოვნად გვესახება არის ამომრჩეველთან მუშაობა. ვფიქრობ, რომ საქართველოში უნდა მოიხსნას ტრადიცია,  რაც მხოლოდ წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთან მუშაობას გულისხმობს. აღნიშნული კუთხით ვიმსჯელებთ, ძალიან ზუსტი იქნება გეგმა, თუ როგორი უნდა იყოს ფრონტი და ველი გაშლილი იმ ადამიანების მიერ, ვისაც ძალიან ბევრი გვაქვს სათქმელი ამომრჩევლებისთვის. 

 

მეორე საკითხი, რა თქმა უნდა, არის საპროტესტო აქციები და როგორ უნდა მივიდეთ იმ ტალღამდე, როდესაც საპროტესტო აქციები იქნება შედეგის მომტანი. მესამე თემა ეს არის საგამოძიებო კომისიების მიმართულებით მუშაობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის, საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

Advertisement