Logo

ხატია დეკანოიძე - სუსის პროვოკატორის გამო, რომელიც დანით მიუვარდა ხალხს აქციაზე, ორი ჩვენი თანამებრძოლი დაუჭერიათ, ორი პოლიტიკური პატიმარი დაგვემატა

პოლიტიკა
340
Frontnews image description

ორი პოლიტიკური პატიმარი დაგვემატა: თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ხატია დეკანოიძე წერს.

"სუსის პროვოკატორის გამო, რომელიც დანით მიუვარდა ხალხს აქციაზე, ორი ჩვენი თანამებრძოლი დაუჭერიათ სისხლის სამართლით.

ანუ, ცივი იარაღით მივიდა ადამიანი და ვისთვისაც მოქნევას ცდილობდა ის დაიჭირეს.

ორი პოლიტიკური პატიმარი დაგვემატა: თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე", - წერს დეკანოიძე.

პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით ორი პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ აგვისტოს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად იძალადეს 1988 წელს დაბადებულ ბ.გ.-ზე. მისივე ცნობით, დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. 

Advertisement