ხატია დეკანოიძე თბილისის საქალაქო სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა


ავტორი
Front News საქართველო
“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ხატია დეკანოიძე თბილისის საქალაქო სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა.
მას ბრალად 17 ნოემბერს ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, კერძოდ გზის გადაკეტვა ედება ბრალად.
თავად დეკანოიძის განცხადებით, განაჩენს აუცილებლად გაასაჩივრებს.
“შს სამინისტროს ორი წარმომადგენელი სასამართლო სხდომის დროს ამტკიცებდა, რომ ხატია დეკანოიძე და გიორგი ვაშაძე იყო.
რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას გავასაჩივრებ. სატელევიზიო ჩანაწერები წარმოადგინეს, სადაც ჩანს, რომ გიორგი ვაშაძე გამოდიოდა სიტყვით, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ჩემს ადვოკატს ეუბნებოდნენ, რომ არ მოსწონდათ ჩემი პოლიტიკური განცხადებები, სადაც საპატრულო პოლიციას აქტიურობისკენ მოვუწოდებდი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
თაგები:
ხატია დეკანოიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს