ხატია დეკანოიძე – თუ არ იქნება რეფორმები, საქართველოს ძალიან გაუჭირდება ევროინტეგრაციის კონტექსტში წარმატების მიღწევა


ავტორი
Front News საქართველო
თუ არ იქნება რეფორმები, როგორც ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტი და უმაღლესი წარმომადგენლობა, რა თქმა უნდა, საქართველოს ძალიან გაუჭირდება ევროინტეგრაციის კონტექსტში წარმატების მიღწევა,- განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის ნედ პრაისის განცხადების შესახებ, რომელმაც საქართველოს ინტეგრაციისთვის საჭირო რეფორმების გატარებისაკენ მოუწოდა.
დეკანოიძის თქმით, დასავლელი პარტნიორების შეშფოთებას ქვეყანაში არაერთი საკითხი იწვევს.
“ჩვენი პარტნიორების შეშფოთებას იმსახურებს სამი ძირითადი საკითხი, ეს არის ანტიდასავლური კამპანია, საქართველოში რუსული ინტერესების გაძლიერება და ჩავარდნილი რეფორმები, მათ შორის მართლმსაჯულების კუთხითაც, ინსტრუმენტალიზაცია ამ ორი მახინჯი სისტემის ოლიგარქიის და კლეპტოკრატიის. ამიტომ, შესაბამისად, თუ არ იქნება რეფორმები, როგორც ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტი და უმაღლესი წარმომადგენლობა, რა თქმა უნდა, საქართველოს ძალიან გაუჭირდება ევროინტეგრაციის კონტექსტში წარმატების მიღწევა“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
თაგები:
ხატია დეკანოიძე

ხატია დეკანოიძე – ნებისმიერი, ვინც ევროინტეგრაციის გზაზე იქნება საქართველოს დაბრკოლება, იქნება თითოეული ჩვენგანის მტერი

ხატია დეკანოიძე – ძალიან მძიმე იქნება შედეგი, თუ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არ ჩაერთვება

ხატია დეკანოიძე – თუ უმრავლესობა გადაწყვეტს, რომ ეს კანონპროექტი ხელების გადაგრეხის პრინციპით მიიღოს, ეს იქნება ევროინტეგრაციის შეჩერების საფუძველი