ხატია დეკანოიძე – თუ ჩვენ ვიღებთ კანდიდატის სტატუსს, ეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების დამსახურებაა


ავტორი
Front News საქართველო
აუცილებლად ხაზგასასმელია, რომ ამ ხელისუფლებამ ყველანაირი ძალისხმევა მიმართა იმისთვის, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო. ეს იყო, მაგალითად: რუსული კანონმდებლობის მიღება, პრეზიდენტის იმპიჩმენტი და სხვა. ამიტომ, თუ ჩვენ ვიღებთ კანდიდატის სტატუსს, ეს დამსახურება არის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების, რომლის 75%-ზე მეტი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მომხრეა, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე პარლამენტის წევრმა ხატია დეკანოიძემ.
მისივე თქმით, კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გავლენას ახდენს ასევე გეოპოლიტიკური რეალობა.
“ძალიან საშიში რეალობიდან, საფრთხეებიდან გამომდინარე, რომელიც არსებობს რეგიონში, ევროკომისიამ გადაწყვიტა, რომ საქართველო ნამდვილად მარტო არ დაეტოვებინა რუსეთთან, საქართველო, რომლის მოქალაქეებს კლავენ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ქვეყანა არის ოკუპირებული და ეთნიკურად ქართველები არიან საოკუპაციო რეჟიმის სამიზნე“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება ტესტი საქართველოს დემოკრატიისთვის და ტესტი – გაიხსნება თუ არა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების შემდეგი ეტაპი.
თაგები:
ხატია დეკანოიძე

ანრი ოხანაშვილი – როდესაც განსაზღვრულია ლეგიტიმური საფუძვლები, რათა ჩვენი მოქალაქეების ინტერესები იყოს დაცული, ეს თუ მოქალაქეების კონტროლია, ეს არის წარმოუდგენელი და შემაშფოთებელი

კრამონი – თუ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს, ეს იმიტომ, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს და ამას გეოპოლიტიკური ლოგიკა ითხოვს

მამუკა მდინარაძე – ცდილობენ, თუ სტატუსს მივიღებთ, ეს დაიბრალონ და თუ ნეგატიური გადაწყვეტილება იქნება, ხელისუფლებას დაბრალდეს