
ავტორი
Front News საქართველო
თუ ჩვენ დავინახეთ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩანაცვლება შესაძლებელია საგამოძიებო კომისიით, რა თქმა უნდა, ჩვენ შევალთ პარლამენტში, – ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე განაცხადა.
მისი თქმით, საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად მათ პარლამენტში ოპოზიციური ფრაქციების მხარდაჭერა დაჭირდებათ.
“აღარავითარი უფლებამოსილება აღარ ექნება ლონდა თოლორაიას სამსახურს ძალიან მალე, ხელისუფლებამ ეს გააკეთა ზუსტად იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმე არ იყოს ბოლომდე გამოძიებული. თუ ჩვენ დავინახეთ და ეს ასეცაა უკვე, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩანაცვლება შესაძლებელია საგამოძიებო კომისიით, რა თქმა უნდა, ჩვენ შევალთ პარლამენტში.
ჩვენ გვქონდა საუბარი “ლელოს” ფრაქციასთან, საუბარი არის, რომ ისინი მხარს დაუჭერენ ჩვენს ინიციატივას. ვფიქრობ, სხვადასხვა ოპოზიციური ფრაქციებიც არ იქნებიან წინააღდეგები, მნიშვნელოვანია, რომ ეს ბერკეტი ამოქმედდდეს”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს