
ავტორი
Front News საქართველო
თუ გორის საავადმყოფო ექვემდებარება იმ მკურნალობის ხარისხს, რაც ჭირდება მიხეილ სააკაშვილს, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ არავითარი აქციები არ იქნება სამოქალაქო საავადმყოფოსთან – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, რამდენიმე საათში ეცოდინებათ მდგომარეობა, რის შესაბამისად დაიგეგმება ოპოზიციის შემდგომი სტრატეგია.
“თუ გორის საავადმყოფო ექვემდებარება იმ მკურნალობის ხარისხს, რაც ჭირდება მიხეილ სააკაშვილის მკურნალობას, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ არავითარი აქციების არ იქნება სამოქალაქო საავადმყოფოსთან. ჯერჯერობით ინფორმაცია არ მაქვს, როდის მოხდება გადაყვანა, მისი მდგომარეობა ახლა მძიმეა”, – განაცხადა დეკანოიძემ.
ამ დროისათვის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს