
ავტორი
Front News საქართველო
ბიძინა ივანიშვილი არის საპარლამენტო სიაში მხოლოდ იმიტომ, რომ მას სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები. ივანიშვილი, როგორც ჩანს, იყენებს ყველა ბოლო რესურსს იმისათვის, რომ კვლავ მოატყუოს საქართველოს მოქალაქეები და დატოვოს საქართველო იზოლაციაშია, – ამის შესახებ ” ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართული ოცნება” არის ბიძინა ივანიშვილის მიერ წარსულში ჩარჩენილი პარტია.
“ბიძინა ივანიშვილი არის საპარლამენტო სიაში მხოლოდ იმიტომ, რომ მას სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები, ფიქრობს, რომ ის ამით მიიღებს უსაფრთხოების გარანტიებს. ივანიშვილი, როგორც ჩანს, იყენებს ყველა ბოლო რესურსს იმისათვის, რომ კვლავ მოატყუოს საქართველოს მოქალაქეები და დატოვოს საქართველო იზოლაციაშია. ამიტომ, ჩემთვის პირადად და საქართველოს მოქალაქეებისთვის ნამდვილად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება “ქართული ოცნების” სიაში. “ქართული ოცნება” არის წარსულის პარტია, “ქართული ოცნება” არის ბიძინა ივანიშვილის მიერ წარსულში ჩარჩენილი პარტია. შესაბამისად, თუ მას სჭირდება უსაფრთხოების რაიმე სახის გარანტიები, იმიტომ, რომ ის ფიქრობს, რომ ამან შეიძლება გადაარჩინოს, რა თქმა უნდა, ეს ასე არ იქნება”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
თაგები:
ხატია დეკანოიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს