ხატია დეკანოიძე – თუ საქართველოს არ ეყოლება სახალხო დამცველი, რომელსაც ხმას მისცემს მათ შორის ოპოზიციაც, ეს ვალდებულება შესრულებულად ვერ ჩაითვლება


ავტორი
Front News საქართველო
თუ საქართველოს არ ეყოლება სახალხო დამცველი, რომელსაც ხმას მისცემს მათ შორის ოპოზიციაც, ეს ვალდებულება შესრულებულად ვერ ჩაითვლება, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” სახალხო დამცველის არჩევის საკითხზე “ქართულ ოცნებასთან” კონსულტაციებში მონაწილეობაში პრობლემას ვერ ხედავს.
“სხვა ლოგიკას გარდა იმისა, რომ ამ კანდიდატებთან დაკავშირებით კონსესუსი უნდა მოვნახოთ, ვერ ვხედავთ. კიდევ ვიმეორებ, რომ კონსულტაციებისთვის მზად ვარ, არ მაქვს პრობლემა რომ არ ვესაუბრო პარლამენტში მყოფ პარტიებს, მათ შორის “ქართულ ოცნებას”, მოვისმენ მათ პოზიციებს. ჩემი პოზიცია მათთვის ცნობილია. ეს პოზიცია არის ის, რომ ჩვენ უნსა მივაღწიოთ დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევას.
იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს არ ეყოლება სახალხო დამცველი, რომელსაც ხმას მისცემს მათ შორის ოპოზიციაც, ეს ვალდებულება შესრულებულად ვერ ჩაითვლება“, – განაცხადა დეკანოიძემ.
თაგები:
ხატია დეკანოიძე