
ავტორი
Front News საქართველო
თუ ამ კანონპროექტის გაწვევა არ მოხდება და უმრავლესობა გადაწყვეტს, რომ ეს კანონპროექტი ხელების გადაგრეხის პრინციპით მიიღოს, ეს იქნება ევროინტეგრაციის შეჩერების საფუძველი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებამ გუშინ აჩვენა, რომ ივანიშვილის სურვილისამებრ არ იქნება საქართველო რუსეთის ნაწილი.
“გუშინ ჩვენ ვნახეთ უამრავი ადამიანი გამოსული საქართველოს პარლამენტის წინ, ვინც ძალიან რეალურად, კონკრეტულად დააფიქსირა ის, რომ საქართველო არასდროს გახდება ივანიშვილის სურვილისამებრ, რუსეთის ნაწილი. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონპროექტი გაიწვიონ, იმიტომ, რომ თუ ამ კანონპროექტის გაწვევა არ მოხდება და უმრავლესობა გადაწყვეტს, რომ ეს კანონპროექტი ხელების გადაგრეხის პრინციპით მიიღოს, მაშინ ეს იქნება ევროინტეგრაციის შეჩერების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ძალიან მძიმე საფუძველი”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
თაგები:
ხატია დეკანოიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს