
ავტორი
Front News საქართველო
თუ ჩემი პარტია ვერ შეასრულებს და მე პირადად არ შევასრულებ იმ ამოცანას, რომელიც გვაკისრია, ჩვენი ამომრჩევლის წინაშე, ეს არის მიხეილ სააკაშვილისა და ნიკას გათავისუფლება და მეორე, თუ ჩემი პარტია აღარ იტყვის ახალ სიტყვას, მე ჩემს ადგილს ვერ ვხედავამ პარტიაში, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, არ იზიარებს ოპტიმიზმს, რომ ამ პროცესებიდან პარტია დაუზიანებლად გამოვა.
“ვერ გავიზიარებ თანაპარტიელების ოპტიმიზმს ორივე მხრიდან, რომ აქედან შეიძლება ყველაფერი საუკეთესო გამოდნეს. კი არჩევნები ჩვენ ჩაგვიტარებია, ნიკა არჩევნებით იყო არჩეული, მერე ლევანიც პარტიაშია, ყველაფერი კარგად არის, მაგრამ რეალურად, რასაც ვხედავ სოციალურ ქსელებში, მე ეს არ მომწონს“, – განაცხადა დეკანოიძემ “ტვ პირველის” ეთერში.
მისი თქმით, მიაჩნია, რომ ლევან ხაბეიშვილს პარტიის თავმჯდომარეობისთვის საკმარისი კვალიფიკაცია არ აქვს და არც ის სჯერა, რომ ამ ადამიანების მთავარი მოტივაცია მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენაა.
თაგები:
ხატია დეკანოიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს