Logo

ხატია დეკანოიძე – წამება და ძალადობა ამ რეჟიმის ძირითადი საყრდენი გახდა

პოლიტიკა
985
Frontnews image description

წამება და ძალადობა ამ რეჟიმის ძირითადი საყრდენი გახდა, –  ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბანდიტები, პოლიცია, სასამართლო – ყველა სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებს.

“რეპრესიული კანონები არის იმის მაჩვენებელი, რომ სახელმწიფო, როგორც ექვემდებარება რეჟიმს და მოქალაქის უფლებები აღარაფერს წარმოადგენს ამ რეჟიმისთვის.

ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პერიოდში მოხდა ის, რომ გამოიკვეთა ფაქტორი, რომ წამება და ძალადობა ამ რეჟიმის ძირითადი საყრდენი გახდა. საოცრად შემაძრწუნებელია ისიც, რომ ბანდიტები, ზონდერები, მოსამართლეები – ყველა არის შეკრული ერთმანეთთან და მოქმედებენ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ.

ერთადერთი ფუნქცია პოლიციას აქვს დანაშაულის პრევენცია, მაგრამ როდესაც პოლიციის ეკიპაჟი გადის დანაშაულის ეპიცენტრიდან, ეს არის კანონის ჩარჩოს დარღვევა”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები